ხაზარაძის მცდელობას, საკუთარი დანაშაულები “გააპრავოს” კალაძე ეხმაურება

ხაზარაძის განმარტებას, რომ “პროგრეს ბანკთან” დაკავშირებით “ფულის გათეთრების” ნიშნები ჩანს, თბილისის მერი, კახა კალაძე ეხმაურება. მისი გნამარტებით ხაზარაძის ეს ქმედება არის მცდრლობა საკუთარი კრახისა და დანაშაულის გადასაფარად. ხაზარაძისა და ჯაფარიძის ამ განცხადებებს კი არასერიოზული უწოდა.
„მე არასერიოზული ვუწოდე ამ ადამიანების განცხადებებს, თუმცა ჩვენ დღემდე ველოდებით აუდიტის მიერ ჩატარებულ კვლევას და დოკუმენტაციის წარმოდგენას. ამასთანავე, ჩვენ მოვისმინეთ, „თიბისი ბანკის“ ერთ-ერთი წარმომადგენლის განცხადება, რომელმაც აღნიშნა, რომ არაფერი არ ჩატარებულა. ერთადერთი რაც გაკეთდა, ეს იყო დაედგინათ ფასის შესაბამისობა, იმ აქტივების, რასაც ისინი იხდიდნენ. ველოდები ამ დოკუმენტის წარმოდგენას”, – აცხადებს თბილისის მერი.
ჟურნალისტების კითხვაზე, ითანამშრომლებს თუ არა პროკურატურასთან მერი საჭიროების შემთხვევაში, კალაძე აცხადებს, რომ „თუ ამის აუცილებლობა იქნება, ითანამშრომლებს”.