მეცნიერებმა აღმოაჩინეს წონის სწრაფი დაკლების მთავარი საიდუმლო

მეცნიერებმა აღმოაჩინეს წონის სწრაფი დაკლების მთავარი საიდუმლო. აქ არანაირი საიდუმლო არ იმალება. ჭარბი წონის დაკლების უმარტივესი და უსწრაფესი გზა ფიზიკურ დატვირთვაზე გადის. თუმცა, რა თქმა უნდა, ესეც კონტროლის ქვშ.
დილის ვარჯიშები განსაკუთრებით სასარგებლოა საუზმემდე, წერს “Journal of Clinical Endocrinology and Metabolism”. ბოლოდროინდელი გამოკვლევის თანახმად, ეს ვარჯიში ხელს უშლის დიაბეტის და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების განვითარებას.
გავრცელებული ინფორმაციით, მეცნიერებმა ექვსი კვირის განმავლობაში ჩაატარეს ექსპერიმენტი, რომელშიც მონაწილეობდა 30 ადამიანი ჭარბი წონით. ისინი დაყვეს სამ ჯგუფად: ზოგიერთს სთხოვეს ვარჯიშების გაკეთება ჭამის წინ, სხვების შემდეგ, მესამეებს კი სთხოვეს საერთოდ არ გაეკეთებინათ ვარჯიშები.
გაირკვა, რომ ისინი, რომლებიც ვარჯიშობდნენ იკლებდნენ თითქმის ერთნაირი სისწრაფით. თუმცა, საკვების მიღებამდე დატვირთვამ მნიშვნელოვნად შეამცირა ორგანიზმში ინსულინის დონე, ამან კი მეტად სწრაფი კლება გამოიწვია. ამასთანავე, ამის მეშვეობით უფრო მარტივის ხდება სისხლში შაქრის შემცველობის კონტროლი, რაც ამცირებს დიაბედის მეორე ტიპის რისკს, ასევე მცირდება გულისა და სისხლძარღვების დაავადებების რისკიც.
როგორც მკვლევრებმა აღნიშნეს, ამ ტესტმა აჩვენა, რომ უდიდი ეფექტის მისაღწევად არ არის საჭირი ზედმეტად დავტვირთოთ ორგანიზმი, საკმარისია მხოლოდ ყოველდღიური რუტინა შევცვალოთ.