გარდაბნის მერიის წარმომადგენელი ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს

საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქრთამის აღების ბრალდებით, გარდაბნის მერიის წარმომადგენელი დააკავეს.
გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 338-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, ის ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 9 წლამდე ვადით.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა, ერთ-ერთ ადმინისტრაციულ ერთეულში, უკანონო მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სახელმწიფო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთის და მასზე განთავსებული შენობა – ნაგებობებით დროებითი სარგებლობის სანაცვლოდ, შესაბამისი დოკუმენტაციის გაფორმებისა და კანონმდებლობის მოთხოვნათა დარღვევით, მოქალაქეს ქრთამის სახით, მოსთხოვა და გამოართვა 2 000 ლარი” – აცხადებს საგამოძიებო სამსახური.