პრეზიდენტი იაპონიაში საქმიანი წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს ხვდება

როგორც პრეზიდენტის პრესსამსახური იუწყება, ამჟამად ზურაბიშვილი ტოკიოში სამუშაო ლანჩზე საქმიანი წრეებისა და მედიის წარმომადგენლებს ხვდება.
როგორც ირკვევა, მათ ისაუბრეს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობებსა და 2020 წლის, ტოკიოში დაგეგმილ, ოლიმპიადაზე და საქართველოს მონაწილეობის საორგანიზაციო საკითხებზე. ასევე, ისაუბრეს “იაპონური მედიის საშუალებთ საქართველოს პოპულარიზაციის შესაძლებლობებზე” – ნახსენებია განცხადებაში.