საქართველოს რამდენიმე სკოლაში დამატებითი არდადეგები ცხადდება

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, 26 ოქტომბრიდან 10 ნოემბრის ჩათვლით, საქართველოს მასშტაბით მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის ჩატარების მიზნით 12 სკოლაში დამატებითი არდადეგები გამოცხადდება. გაცდენილი დღეები კი კანონმდებლობის შესაბამისად ანაზღაურდება.
„როგორც ცნობილია, 2019 წლის ნოემბერში დაგეგმილია მასწავლებელთა საგნობრივი და პროფესიული კომპეტენციების დადასტურების გამოცდის/ტესტირების ჩატარება. სწორედ ამ მიზნით, სსიპ შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის მიერ, საქართველოს მასშტაბით, განსაზღვრულია 12 საჯარო სკოლა, სადაც უზრუნველყოფილი იქნება წინამოსამზადებელი სამუშაოების განხორციელება და ასევე, გამოცდის/ტესტირების შეუფერხებლად ჩატარება“ – განაცხადა საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ.
გთავაზობთ სკოლების სიას:
სსიპ ქალაქ თბილისის N147 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ თბილისის N117 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ თბილისის N175 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ აკაკი წერეთლის სახელობის ქალაქ ქუთაისის N1 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ანდრია რაზმაძის სახელობის ქალაქ ქუთაისის N41 ფიზიკა-მათემატიკის საჯარო სკოლა
Vვ კლასი და VI- XII კლასები (რუსთაველის ქ. N127)
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ ბათუმის N10 საჯარო სკოლა
V-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ილია ჭავჭავაძის სახელობის ქალაქ ბათუმის N1 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ მერაბ კოსტავას სახელობის ქალაქ ზუგდიდის N2 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ ახალციხის N1 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ თელავის N8 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ივანე ჯავახიშვილის სახელობის ქალაქ ფოთის N3 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019
სსიპ ქალაქ ოზურგეთის N2 საჯარო სკოლა
I-XII კლასები
26.10.12019 – 10.11.2019