მასკის ინტერნეტის პირველი მომხმარებელი მასკია

ილონ მასკმა ტვიტერზე Starlink-ის ინტერნეტის გამოყენებით პირველი პოსტი გამოაქვეყნა. პროექტის ფარგლებში კოსმოსში ამ დროისთვის 60 თანამგზავრია გაშვებული და ჯერჯერობით მხოლოდ აშშ-შია შესაძლებელი Starlink-ის ინტერნეტით სარგებლობა, თუმცა ტექნოლოგია მუშაობს და სამომავლოდ იგეგმება მსოფლიოს ნებისმიერი წერტილის სწრაფი ინტერნეტით უზრუნველყოფა.