გახაირა-როვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება, მომავალ წელს, 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას

„ფაქტია, რომ ეროვნული ბანკის ეს გადაწყვეტილება მომავალ წელს დაახლოებით 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას“ – ასე შეაფასა პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ ეროვნული ბანკის გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც მონეტარული პოლიტიკის განაკვეთს 1 პროცენტული პუნქტით, 8.5 პროცენტამდე ზრდის.
„ეს გადაწყვეტილება მომავალ წელს, დაახლოებით, 6 თვის განმავლობაში შეაფერხებს ეკონომიკურ ზრდას. თუმცა, რა თქმა უნდა, ინფლაციაც არის გამოწვევა ჩვენი ეკონომიკისთვის და ეროვნულ ბანკს აქვს თავისი მანდატი, რომელშიც მან უნდა იმოქმედოს. მე ვფიქრობ, რომ ჩვენი, როგორც მთავრობის პოზიცია არის მაქსიმალური ეკონომიკური ზრდა, მაქსიმალური ახალი სამუშაო ადგილები და ფინანსური სტაბილურობის შენარჩუნება“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

მსგავსი სტატიები