თამარ ჩუგოშვილი გიორგი კანდელაკს პასუხობს – ოპოზიციას ზოგჯერ უნდა გაუხარდეს ქვეყნის წარმატება

ოპოზიციას ზოგჯერ მაინც უნდა შეეძლოს უბრალოდ, გაუხარდეს ქვეყნის წარმატება, – ასე ეხმაურება სოციალურ ქსელში საქართველოს პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი თამარ ჩუგოშვილი ოპოზიციონერი დეპუტატის, გიორგი კანდელაკის შეფასებას, რომ აშშ-ში მიღებული საქართველოს მხარდამჭერი აქტი „პრინციპული ტესტია, საქართველოს მთავრობა ამერიკასთან იმუშავებს თუ არა, რომ აქტის სულისკვეთება რუსეთის მიმართ პრობლემაში გადაიზარდოს“.
მისი თქმით, მას შემდეგ, რაც ამ დოკუმენტს სენატიც მხარს დაუჭერს, ეს იქნება პირველი სრულფასოვანი კანონი, იმის ხაზგასმით, რომ საქართველო დემოკრატიული ქვეყანაა. ჩუგოშვილის ინფორმაციით, ამ აქტში სხვა აქცენტებთან ერთად, საუბარია თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმებაზე, ოკუპირებულ ტერიტორიებზე ჩადენილ მძიმე დანაშაულებში ბრალდებული ადამიანების მიმართ სანქციების გამოყენებაზე.
მისივე თქმით, ეს აქტი გზავნილია რუსეთისთვისაც, რომ საქართველოს საერთაშორისო აქტორების მხარდაჭერა აქვს.
„ამას ამბობს ადამიანი, რომელსაც არაფერი გაუკეთებია კონგრესის საქართველოს მხარდამჭერი აქტის მისაღებად და გვეუბნება ჩვენ, ვინც წლებია, ყველაფერი გავაკეთეთ ამ დოკუმენტის გასატანად.