ავიაკომპანია Wizz Air შვეიცარიის ქალაქ ბაზელის მიმართულებით ფრენებს აუქმებს

ავიაკომპანია Wizz Air შვეიცარიის ქალაქ ბაზელის მიმართულებით ფრენებს აუქმებს. ავიაკომპანიის ცნობით, ბაზელში ფრენები 18 ნოემბრიდან აღარ შესრულდება. ამ მიმართულებით ფრენა ვიზეარმა 2019 წლის 13 სექტემბერს დაიწყო.
„მგზავრები, რომლებმაც აღნიშნული მიმართულებით ბილეთები უკვე შეიძინეს, ცვლილების შესახებ ინფორმაციას ელფოსტით მიიღებენ. მათ შეუძლიათ არჩევანი რამდენიმე შესაძლო კომპენსაციას შორის გააკეთონ: შეძენილი ბილეთის ფასის 100%-ით ანაზღაურება, ბილეთის 120%-იანი ანაზღაურება Wizz კრედიტით, ან სხვა მიმართულებით ბილეთში გადაცვლა,“ – აცხადებენ კომპანიაში.