ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის მდივანი მარკ ესპერი ბაღდადში ჩავიდა

აშშ-ის თავდაცვის დეპარტამენტის ხელმძღვანელი ერაყში ჩავიდა. ამის შესახებ „ალ-ჯაზირა“ იუწყება. ახლო აღმოსავლეთის ქვეყანაში ვიზიტის დროს მარკ ესპერი სირიიდან ამერიკელი სამხედროების გაყვანის და ერაყში გადანაცვლების საკითხს განიხილავს.
გავრცელებული ცნობებით, ესპერი თავის ერაყელ კოლეგასთან და პრემიერ-მინისტრ ადელ აბდულ მაჰდისთან გამართავს მოლაპარაკებებს.
ცნობისთვის, ესპერის ვიზიტამდე ერთი დღით ადრე, ანკარასა და მოსკოვს შორის შეთანხმება შედგა, რომ სირიის და რუსული ძალების განლაგება მოხდება სირიის ჩრდილო-აღმოსავლეთ ნაწილში. ამასთან, შეერთებული შტატების სამხედრო ძალებმა სირიის რეგიონი თურქეთის სამხედრო ოპერაციის დაწყებამდე დატოვა და ერაყში გადაინაცვლა.