რუსეთში ირანის ელჩის ქალიშვილმა თავი მოიკლა

მოსკოვში გარდაიცვალა რუსეთში ირანის ელჩის ქალიშვილი, 28 წლის არფეხ სანაი. ინტერფაქსის წყაროს ცნობით, მან თავი მოიკლა.
”გოგონა დეპრესიაში იყო და ირანელი ექიმების მიერ დანიშნულ მედიკამენტებს იღებდა,მას არმიუმართავს რუს ექიმებისთვის, გოგონამ თავი მოიკლა სამშაბათს, დილით, ”- თქვა წყარომ.
ამჟამად პოლიცია ადგენს გარდაცვლილის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს. წინასწარი ინფორმაციით, არეფეხი რეგულარულად სტუმრობდა ფსიქოლოგს ირანში და იღებდა ანტიდეპრესანტებს. მედია ირწმუნება, რომ გოგონას მშობლებთან კონფლიქტი არ ჰქონდა.