„შენ, ბიჭო, შ*გ ხომ არ გაქვს?“ხმაური იყო პარლამენტში

ხმაური იყო პარლამენტში, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე.
მაგ სიტყვების გამო, რა დაგემართება განახებ, რამის თავი მაინც გქონდეს, – ამ სიტყვებით დამოუკიდებელმა დეპუტატმა ლევან გოგიჩაიშვილმა საპარლამენტო უმრავლესობის წევრს ირაკლი ბერაიას მიმართა. დეპუტატები ერთმანეთს სიტყვიერად იურიდიულ საკითხთა კომიტეტზე დაუპირისპირდნენ. სხდომაზე სიტუაცია მას შემდეგ დაიძაბა, რაც დეპუტატები იმ საკითხზე კამათობდნენ, მიეცათ თუ არა საკრებულოს წევრ ვახტანგ შაქარაშვილისთვის მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძისთვის კითხვის დასმის უფლება.
ლევან გოგიჩაიშვილმა ბერაიას მიმართა, რომ მიქაუტაძის დარბაზში ჯდომა სწორედ მისი სირცხვილია.
„აქ რომ ეს ზის, არის შენი სირცხვილი. ამ ზონდერს საშუალება რომ მიეცით, აქ იჯდეს,” – მიმართა გოგოჩაიშვილმა, რასაც ირაკლი ბერაიას გაღიზიანება მოჰყვა. თავის მხრივ ბერაიამ მას წესიერად ლაპარაკისკენ მოუწოდა და აღნიშნა, რომ მას არაფრის რცხვენია.
ამის გამო სხდომაზე ტექნიკური შესვენება გამოცხადდა.
პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატს, გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ.
მიქაუტაძე თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის უვადო მოსამართლეა.