კასპში,არასრულწლოვანი დედის მიერ მოკლული 7 თვის ჩვილის მამას ბრალი წაუყენეს

კასპში, 7 თვის ჩვილის მკვლელობაში მსჯავრდებული არასრუწლოვნის მეუღლეს ბრალი წაუყენეს.
მიხეილ დვალიშვილს ბრალი არასრულწლოვანთან ნებაყოფლობით სქესობრივი კონტაქტის გამო წაუყენეს.
ამ წუთებში, დვალიშვილი გორის პოლიციაში ადვოკატთან ერთად იმყოფება.
შვილის მკვლელობაში მსჯავრდებულ არასრულწლოვანს გორის რაიონულმა სასამართლომ სასჯელის სახედ და ზომად 8 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად 1/4-ით შეუმცირდა და საბოლოოდ 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა.