კანადის საპარლამენტო არჩევნებში პრემიერ-მინისტრ ჯასტინ ტრუდოს პარტია ლიდერობს

წინასწარი მონაცემების თანახმად, კანადაში გამართულ არჩევნებში მმართველი „ლიბერალური პარტია“ ლიდერობს, თუმცა პარლამენტში უმრავლესობის მოპოვება ვერ შეძლო, – ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერსი“ ავრცელებს.
სააგენტოს ცნობით, 304 საარჩევნო უბნიდან 146-ში ჯასტინ ტრიუდოს პარტია ლიდერობს, თუმცა, წინაწარი მონაცემების თანახმად, მმართველმა პარტიამ 338 ადგილიან საკანონმდებლო ორგანოში უმრავლესობის ფორმირებისთვის საჭირო 170 ადგილის მოპოვება ვერ შეძლო.
ტრიუდოს პარტიას შედეგებით თითქმის უთანაბრდება „კონსერვატიული პარტია“, რომელსაც თემთა პალატის ყოფილი სპიკერი ენდრიუ შირმა ხელმძღვანელობს.
ამ დროის მონაცემებით, ლიბერალებს ხმა ამომრჩეველთა 37,5-მა პროცენტმა მისცა, კონსერვატორებს კი 31-მა პროცენტმა.
კანადაში თემტა პალატის აღრჩევნები 21 ოქტომბერს გაიმართა. კენჭისყრის შედეგებმა უნდა განსაზღვროს შეინარჩუნებს თუ არა თავის პოსტს ლიბერალების 48 წლის ლიდერი – ტრიუდო.
ლიბერალების მთავარი კონკურენტია კონსერვატიული პარტია, რომელსაც სათვეში უდგას ენდრიუ შერი. მას მოსდევს და მნიშვნელოვნად ჩამორჩება “ახალი დემოკრატები”, რომლის ლიდერია ინდური წარმოშობის კანადელი ჯაგმით სინგჰი, შემდეგ მოდის “კვებეკის ბლოკი” (ლიდერი ივ-ფრანსუა ბლანშე) და “მწვანეები” (ელიზაბეთ მეი.)