ანა დოლიძე-არ უნდათ,გიორგი მიქაუტაძე ანერვიულდეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე აცხადებს, რომ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის სხდომაზე, სადაც მოსამართლეობის კანდიდატ გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ, არ შეუშვეს. როგორც ანა დოლიძემ ჟურნალისტებს განუცხადა,მას მანდატურის სამსახურმა განუმარტა, რომ დარბაზში ადგილი არ იყო და შესაბამისად, მას სხდომაზე დასწრება დარბაზში არსებულ ე.წ აივანზე შესთავაზა. ანა დოლიძის თქმით, აღნიშნულით ცდილობენ, რომ გიორგი მიქაუტაძეს კომფორტი შეუქმნან.
“გალიორკაზე დაჯდეს აპარატის უფროსი და გვერდით მიისვას ირაკლი კობახიძე. მათ არ უნდათ, რომ გიორგი მიქაუტაძე ანერვიულდეს და ვინმემ ისეთი კითხვა არ დაუსვას, რომელიც ცოტა გააოფლიანებს. ეს ახლა ვინმეს დემოკრატიად მიაჩნია?!, რომ იუსტიციის საბჭოს წევრი, რომელსაც ნანახი აქვს ეს პროცესი თავიდან ბოლომდე, არ შეუშვან დარბაზში. ძალიან სასაცილოა ეს ამბავი. 15 წელია პარლამენტში დავდივარ, პირველად არ ვუყურებ ამ სიტუაციას და ეს ამბავი კარგად არ მთავრდება“,- გააცხადა ანა დოლიძემ.

მსგავსი სტატიები