პარლამენტში დღეს გიორგი მიქაუტაძეს მოუსმენენ

პარლამენტში საქართველოს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა გრძელდება. დღეს დეპუტატების კითხვებს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი გიორგი მიქაუტაძე უპასუხებს.
ცნობისთვის, პარლამენტში უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა 23 სექტემბერს დაიწყო. იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ საკანონმდებლო ორგანოს მოსამართლეობის 20 კანდიდატი წარუდგინა, მათგან პარლამენტმა უკვე 11-ს მოუსმინა.