სკულპტურა მკვდარი ხისგან

22 წლის რომაელი მოქანდაკე, ანდრეა განდინი მკვდარ ხეებს ხელოვნების ნიმუშად გარდაქმნის. ახალგაზრდა ხელოვანმა ეს საქმე 5 წლის წინ დაიწყო.
”მინდოდა მკვდარი წერტილების გაცოცხლება ისე, რომ ქალაქს მეტი მიმზიდველობა შეემატოს”- ამბობს შემოქმედი.
შეგახსენებთ, რომ რომი ცნობილია როგორც ერთ-ერთი ყველაზე მწვანე ქალაქი ევროპაში. რომში ნახევარ მილიონამდე ხეა. ტყის განახლების მიზნით, რასაკვირველია, იჭრება ხმობამდე მისული საფარი, რასაც ახალგაზრდა შემოქმედმა უპოვნა არაჩვეულებრივი ფუქნცია.
თავდაპირველად რომის მინიციპალიტმა და მაცხოვრებლებმა განდინის ნამუშევრები იუმორად ჩათვალეს, თუმცა დღეს არტისტი უკვე თანამშრომლობს ადგილობრივ მმართველობასთან. რომის ტყეებსა და სკვერებში უკვე უხვადაა ცხოველების, ისტორიული პერსონაჟების, მონუმენტური ფასეულობების გამოსახეულებები.