მეტეორის წვიმა სრულდება

დედამიწის ატმოსფეროს სიახლოვეს ორიონიდის მეტეორის წვიმა გამოჩნდა. წვიმის სისწრაფე 180 ათასი კილომეტრია საათში და ის მცირე ზომის მეტეორიტებისგან შედგება. ზომისა და სისწრაფის გამო მათი გაელვების ანდა სინათლის სხივის ანარეკლის ხილვა დედამიწის გარკვეული წერტილებიდანაა შესაძლებელი.
ორიონიდის წვიმა მას შემდეგ წარმოიშვა, რაც ჰალის კომეტა მოწყდა ორბიტას 33 წლის წინ. ჰალის კომეტა ყინულის, ქვისა და მტვრის მასებისგან შედგებოდა. ამ პერიოდიდან დედამიწას ორიონიდის წვიმა თითქმის ყოველ წელს უახლოვდება და ატმოსფეროში იწვის, რაც სისტემატურად წარმოშობს კაშკაშის ეფექტს ცაში.
ამ ჯერზე ორიონიდის წვიმა 20 ოქტომბერს დაიწყო და მისი პიკი 22 ოქტომბერია. ის იმდენად მაღლაა, რომ დედამისის როგორც სამხრეთ ისე ჩრდილოეთ პოლუსიდანაა შესაჩმჩნევი. დაკვირვების საშუალება, რასაკვირველია, დედამიწის ყველა ობსერვატორიაშია შესაძლებელი.