ხაზარაძემ ე.წ. მუქარის წერილის დედანი გენერალურ პროკურატურაში მიიტანა

საზოგადოებრივი მოძრაობა “ლელოს” დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ ე.წ. მუქარის წერილის დედანი გენერალურ პროკურატურაში მიიტანა.
როგორც დავპირდი საზოგადოებას, კანონის წინაშე შევასრულე ყველა ვალდებულება და წერილი ჩავაბარე იმ უწყებას, რომლის, რა თქმა უნდა, დიდი იმედი არ მაქვს, – ამის შესახებ ჟურნალისტებს მოძრაობა „ლელოს“ დამფუძნებელმა, ბიზნესმენმა მამუკა ხაზარაძემ პროკურატურასთან განუცხადა, სადაც ადვოკატთან, ზვიად კორძაძესთან და თანაგუნდელ ანა ნაცვლიშვილთან ერთად მივიდა და ე.წ. მუქარის წერილის დედანი, ასევე ექსპერტიზის პასუხები ჩააბარა.
გიდასტურებთ, რომ წერილი მივიღეთ გახარიასგან, თუმცა არასდროს გვითქვამს ვის მიერ არის დაწერილი. ერთი წელი დარჩა პროკურატურას, რომლის დემონტაჟს შემდეგ ჩვენ გავაკეთებთ.
მე მათგან განსხვავებით დავიცავ უდანაშაულობის პრეზუმციას. ორი საკითხი იყო გაურკვეველი – სად არის დედანი და ვინ არის შუამავალი. დედანი პროკურატურაშია, როცა დაიწყება გამოძიება შუამავალი პირიც დასახელდება“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.
თუ იტყვიან, რომ ბაზა არ არის. ჩვენ გავაკეთეთ ყველაფერი აღარანაირი სამართლებრივი საფუძველი არ რჩება პროკურატურას რომ არ გამოიძიოს საქმე. როგორ უნდა მოახერხოს და პასუხის გასცეს კითხვებს პროკურატურამ“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.