დავით ნარმანია სემეკ-ის თავმჯდომარედ აირჩიეს

საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის (სემეკ) თავმჯდომარედ, კომისიამ დავით ნარმანია აირჩია.
მის კანდიდატურას კომისიის ოთხივე წევრმა დაუჭირა მხარი. საკანონმდებლო ცვლილებების შედეგად, სემეკ-ის თავმჯდომარეს უშუალოდ კომისიის წევრები საკუთარი შემადგებლობიდან ირჩევენ.
აქამდე დავით ნარმანია ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წევრი იყო. სემეკ-ის უკვე ყოფილ თავმჯდომარეს, ირინა მილორავას კი უფლებამოსილების ვადა 16 სექტემბერს ამოეწურა.