მამუკა ხაზარაძის ადვოკატი-არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია

არავის უთქვამს, რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია, მამუკა ხაზარაძის ადვოკატმა ზვიად კორძაძემ განაცხადა.
მისივე თქმით, გამოძიების დასადგენია, გახარია იყო ხაზარაძისთვის გაგზავნილი მუქარის წერილის ავტორი, თუ პირი, რომელმაც წერილი გამოატანა სხვა პირს ხაზარაძესთან.
„არავის არ უთქვამს რომ ბრალდების მთავარი ადრესატი არის გიორგი გახარია. ჩვენ ყოველთვის ვამბობთ, რომ წერილი გადმოგვეცა გიორგი გახარიასგან. შესაბამისად, ბრალდების მთავარი ადრესატი ის კი არაა ვისგან გადმოგვეცა წერილი, არამედ ის ვისგან მოდიოდა ეს მუქარა, ეს არის გამოძიების დასადგენი.