მესტიაში ძმამ ძმა მოკლა

მესტიის მუნიციპალიტეტის სოფელ ცხუმარში ძმამ ძმა მოკლა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, შემთხვევას წინ ურთიერთდაპირისპირება უძღოდა.
დანაშაულის იარაღი ამოღებულია. ძმის მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია.
როგორც შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.