სასამართლომ რუსთავი2-ის წილები დააყადაღა

თბილისის საქალაქო სასამართლომ ტელეკომპანია რუსთავი2-ის 60-პროცენტიანი წილი დააყადაღა. აღნიშნული განჩინებით დაკმაყოფილდა ტელეკომპანიის პირველი დამფუძნებლების – ჯარჯი აქიმიძის და დავით დვალის მოთხოვნა.

როგორც ცნობილია, ამჟამად რ2-ის წილის 100%-ს ქიბარ ხალვაში და მისი კომპანია “პანორამა” ფლობენ.
სამაუწყებლო კომპანია “რუსთავი 2”-ის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ ტელეკომპანიის 60 %-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სასამართლოს მიმართეს სამოქალაქო სარჩელით. როგორც მათი ადვოკატი, კახა კოჟორიძე აცხადებს, სარჩელში ხალვაშის წინააღმდეგ მისსავე არგუმენტებს იყენებენ.
კერძოდ, იურისტის განმარტებით, დაეყრდნობიან უზენაესი სასამართლოს დიდი პალატის გადაწყვეტილებას, რომელმაც ტელეკომპანია ხალვაშს მიაკუთვნა ყარამანიშვილებთან დავაში.
დამატებით დეტალებზე დავით დვალი და ჯარჯი აქიმიძე რამდენიმე წუთში დაგეგმილ პრესკონფერენციაზე ისაუბრებენ.