სალომე ზურაბიშვილმა იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოში ვიზიტით მოიწვია

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, ტოკიოში ვიზიტის ფარგლებში, სამუშაო ლანჩი გამართა იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლებთან.
საქართველოს პრეზიდენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, იაპონურმა მხარემ საქართველოს პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა იაპონიაში ვიზიტისა და იმპერატორის ტახტზე ასვლის ცერემონიაში მონაწილეობისათვის.
მხარეებმა შეხვედრისას განიხილეს საქართველო-იაპონიის პოლიტიკის, ეკონომიკის, კულტურის და სპორტის სფეროში თანამშრომლობა. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას. საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წარმომადგენლების განცხადებით, მიუხედავად იმ სირთულეებისა, რაც მსოფლიოში არსებობს, საქართველოში არსებული ვითარება, ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილი მდგომარეობა მსოფლიო თანამეგობრობამ არ უნდა დაივიწყო.
სალომე ზურაბიშვილმა იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფი საქართველოში მოიწვია.
შეხვედრას ესწრებოდნენ: იაპონიის საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის თავმჯდომარე იჩირო აისავა, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის გენერალური მდივანი იასუტოში ნიშიმურა, საპარლამენტო მეგობრობის ჯგუფის წევრი მიდორი მაცუშიმა, იაპონიის საგარეო საქმეთა სამინისტროს ევროპული ბიუროს, ცენტრალური აზიისა და კავკასიის დეპარტამენტის დირექტორი მიკიტო ტომიიამა და ტოიოტას სტადიონის პრეზიდენტი ტოშინობუ ობატა.