ლოპესის კიდევ ერთი სიურპრიზი

მომღერალმა და მსახიობმა ჯენიფერ ლოპესმა, სოციალურ ქსელში ახალი ფოტო სპორტ დარბაზიდან დადო. ლოპესის ნავარჯიშებმა სხეულმა თაყვანისმცემლები კიდევ ერთხელ გააოცა. აღსანიშნავია, რომ მომღერალმა ორმოცდაათი წლის იუბილე წელს იზეიმა, თუმცა ის გაჩერებას არ აპირებს.
ჯენიფერ ლოპესმა სულ ცოტა ხნის წინ შაკირასთან ერთობლივი ალბომი გამოუშვა, ასევე ცნობილი გახდა, რომ ლოპესი და კოლუმბიელი მომღერალი Maluma ერთად რომანტიკულ ფილმში მონაწილეობენ, ახლა კი მომღერალმა ახალი სიმღერა Baila Conmigo ჩაწერა.