ბოკერია-ზარდიაშვილის ერთობრლივი ლექცია და ხმაური სოცქსელებში

სოცილურ ქსელში დიდი ვიშვიში გამოიწვია გიგა ბოკერიასა და ვანო ზარდიაშვილის ერთობლივმა ფოტომ და სალექციო შეხვედრამ, რომელიც ორგანიზაცია „ინიციატორის“ თაოსონიბით შედგა.
თავად არასამთავრობო ორგანიზაცია „ინიციატორი“ ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის, თბილისის საკრებულოს წევრის, ნინო ლაცაბიძის ინიციატივით შეიქმნა. ზარდიაშვილი ადრეც დაფიქსირებულა ამ ორგზაციის ღონისძიებებზე.

„არა არს ღმერთი გარდა ბოკერიასი და ზარდიაშვილია მოციქული მისი. აი, ეს კოხტაპრუწა ჰყავდათ “ქართული ოცნების” სპიკერად, ახლა ბოკერიას რომ შეჰყურებს დასჯილი ძაღლივით, რომელმაც ახლახან ფაჩუჩები დაღრღნა. სირცხვილიც აღარ არის ეს ყველაფერი! ბოკერია ცდილობს, ახალგაზრდების ხმები მიიღოს. რას ცდილობს ზარდიაშვილი? და რას ფიქრობენ მისი დოსტები “ქართული ოცნებიდან”?“, წერს ბონდო მძინარაშვილი.

საფრანგეთში მცხოვრები ჟურნალისტი გიორგი ფოფხაძე წერს:
,,რაიო ქოცებო, რას მოთქვამთ ხოლმე ჩვენ და ბოკერვილები ერთი ჯიში და ჯილაგი არ ვართო? აპა ეს რაია? თუუუ “ეს ის არ არის რაც ჩვენ გვგონია საყვარელო”?

გიგა და ვანო! არ იფიქროთ დებატებია,ლექციას ატარებენ…ერთად! დილა მშვიდობისა, ეკლექტურო საქართველო – წერს ჟურნალისტი ელისო კილაძე.

კილაძე, ფოფხაძე, ზარდიაშვილი სამივე ჟურნალისტიკაში მოღვაწეობს ბევრი წელია. მათ სხვადასხვა ხედვები აქვთ პოლიტიკურ პროცესებზე. თუმცა ნათელია, რომ სამივეს არ მოწონს ბოკერია-ზარდიაშვილის ერთობრლივი ფოტო… ღვარძლის თესვა და გათიშულობა კი ვის ინტერესშია ეს უკვე 200 წელია ცნობილია.

მასპინძელი ორგანიზაცია”ინიციატორი” ქართული ოცნების” მაჟორიტარი დეპუტატის(თბილისის საკრებულო)ნინო ლაცაბიძის ინიციატივით შეიქმნა.