Saatchi & Saatchi-ის ახალი კამპანია-მომავალი ტექნოლოგიებშია

ბრიტანული მულტინაციონალური სატელეკომუნიკაციო კომპანია BT 5 მილიონ ბავშვს ტექნოლოგიურ ცოდნასა და უნარ-ჩვევებს აძლევს. ეს მათი ყველაზე მასშტაბური კამპანიაა, ბოლო 20 წლის განმავლობაში, რომელზეც სააგენტო Saatchi & Saatchi-ის ადგილობრივმა გუნდმა იმუშავა.
BT-ში ფიქრობენ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ყველა მოზარდს ჰქონდეს ტექნოლოგიების მიმართულებით ცოდნა, უნარები და გამოცდილება. ეს მათ დაეხმარება, თავად შექმნან საკუთარი მომავალი. კამპანიის მთავარი გზავნილიც სწორედ ეს არის “The Future Is Ours To Make”.