ოცნება სულ უფრო ემსგავსება ნაცმოძრაობას

,,ერთიანი საქართველო -დემოკრატიული მოძრაობის” ლიდერი, ნინო ბურჯანაძე, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტისთვის, გიორგი მარგველაშვილისთვის, სახელმწიფო დაცვის მოხსნის საკითხთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ბურჯანაძის თქმით, პრეზიდენტის თანამდებობა არის ერთ-ერთი უმაღლესი თანამდებობა, რომელიც ნებისმიერ ქვეყანაში სახელმწიფო დაცვით უზრუნველყოფას ითვალისწინებს და ყოფილი პრეზიდენტისთვის სახელმწიფო დაცვის გაუქმება არის დღევანდელი ხელისუფლების სადამსჯელო ღონისძიება გიორგი მარგველაშვილის წინააღმდეგ. “2008 წელს მიხელ სააკაშვილმა მე, ნინო ბურჯანაძეს- ორგზის პარლამენტის თავმჯდომარეს და პრეზიდენტობის მოვალეობის შემსრულებელს, სახელმწიფო დაცვა მომიხსნა. მაშინ რა თქმა უნდა ხმა არ ამომიღია ამ საკითხზე და არც არავის გამოუხატავს პროტესტი, მათ შორის არც გიორგი მარგველაშვილს, რომელიც ჩემი მეგობარი იყო. მაგრამ ახლა მე არ ვაპირებ გაჩუმებას და მინდა უმწვავესად შევაფასო ხელისუფლების ეს უღირსი ქმედება. “- განაცხადა ნინო ბურჯანაძემ.