ახალმა იმპერატორმა ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით 550 ათას მსჯავრდებულს შეიწყალებს

გამოცემა LATEST NEWS და ტელეარხი NHK-ის ცნობით, ახალი იმპერატორის ტახტზე ასვლასთან დაკავშირებით, ხელისუფლება 550 ათას მსჯავრდებულს შეიწყალებს.
ასევე შეწყალებული იქნება კიდევ 1000 ადამიანი, რომლებსაც მძიმე ავადმყოფობის გამო სასჯელის მოხდა ხანგრძლივი დროის განმავლობაში არ შეუძლიათ, ასევე ისინი, ვისი უფლებებიც შეიზღუდა ჯარიმის დაკისრების შემდეგ და ამის გამო სამუშაოს ვერ პოულობს.
იაპონიაში 22 ოქტომბერს გაიმართება მოქალაქეებისა და უცხოელი სტუმრების წინაშე იაპონიის ახალი იმპერატორის ნარუჰიტოს წარდგენის ცერემონია.
საყოველთაო ამნისტია საიმპერატორო ტახტზე ახალი მონარქის ასვლის აღსანიშნავად გამოცხადდა.