კატალონიის ყოფილი ლიდერი კარლეს პუიჩდემონი ბელგიის პროკურატურას ნებაყოფლობით ჩაბარდა

კატალონიის მთავრობის ყოფილი თავმჯდომარე კარლეს პუჩდემონი, ბრიუსელში ფედერალურ პოლიციაში ადვოკატებთან ერთად, ნებაყოფლობით გამოცხადდა.
Catalan News-ის ინფორმაციით, პოლიტიკოსი სასამართლოში მიიყვანეს, სადაც მან მოსამართლეს შეახსენა, რომ როგორც ევროპარლამენტის დეპუტატი იმუნიტეტით სარგებლობს.
ტელეარხის ინფორმაციით, სამართალდაცმველები პუჩდემონს დაკითხავენ, შემდეგ კი საქმე სასამართლოს გადაეცემა. სასამართლო პუჩდემონს ესპანეთის მიერ მასზე გაცემული ორდერის შესახებ შეატყობინებს, შემდეგ კი კატალონიის ყოფილ ლიდერს ან ექსტრადირებაზე გადაწყვეტილების მიღებამდე დააპატიმრებენ, ან გაათავისუფლებენ, როგორც ეს ორი წლის წინ მოხდა.
კარლეს პუიჩდემონმა და მისმა მოკავშირეებმა ესპანეთი 2017 წლის ოქტომბერს დატოვეს და თავი ბელგიას შეაფარეს, რადგან ესპანეთის სასამართლომ ამბოხის ბრალდებით მათ ცხრიდან ცამეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. სასამართლოს გადაწყვეტილება კატალონიაში დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარებასა და რეგიონში დამოუკიდებლობის გამოცხადებას უკავშირდებოდა. აღნიშნული ქმედება ესპანეთის ცენტრალურმა ხელისუფლებამ არალეგიტიმურად მიიჩნია.

მსგავსი სტატიები