კარლ ჰარცელი-არაერთხელ ითქვა, რომ ანაკლია ევროკავშირისთვის სტრატეგიული პროექტია

ანაკლიის პროექტი დიდი ინფრასტრუქტურული პროექტია და ვისურვებდით, რომ განხორციელდეს, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, კარლ ჰარცელმა განაცხადა, რითაც ანაკლიის პორტის მშენებლობას გამოეხმაურა.
„მხარეებისგან ვისმენთ შეფასებებს. მიუხედავად იმისა, რომ მხარეები შესაძლოა, ერთმანეთის მიმართ დიდი ნდობით არ იყვნენ განწყობილი, ორივე მხარიდან წამოსული განცხადებები არის კეთილგანწყობილი ანაკლიის პროექტის განხორციელების მიმართულებით“, – განაცხადა კარლ ჰარცელი.