ქალმფრინავი შტატებში

უმსხვილესმა ამერიკულმა ავიაკომპანია Delta-მ სპეციალური, ავიასისტემაში გენდერული მრავალფეროვნებისათვის მიძღვნილი რეისი მხოლოდ ქალბატონების თანხლებით შეასრულა. კვლევების მიხედვით, ქალები აშშ-ს მფრინავების მხოლოდ 7% შეადგენენ, ამიტომ კომპანიამ გადაწყვიტა ავია ინდუსტრიაში ქალების როლი წამოეწია წინ. კამპანიის ფარგლებში 600-მდე სტუდენტ ქალბატონს მიეცა საშუალება მონაწილეობა მიეღო NASA-ში გამართულ ფორუმზე, რომელიც ავიაციის სფეროში ტექნიკურ და აღმასრულებელ პოზიციებზე მყოფი ქალების რაოდენობის გაზრდას ეხებოდა.