პარლამენტში გიგა ბოკერიასა და რომან კაკულიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა

საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე რომან კაკულიასა და „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთ ლიდერ გიგა ბოკერიას შორის სიტყვიერი დაპირისპირება მოხდა.
გიგა ბოკერია რომან კაკულიას განცხადებამ გააღიზიანა. კერძოდ, დაპირისპირება მაშინ მოხდა, როდესაც რომან კაკულია კითხვას სვამდა.
“პრინციპში, იმ ადამიანთა რიცხვს ვეკუთვნი, რომელიც თვლის, რომ ეს შეხვედრა იყო დაგვიანებული. ვცდილობ, თავი არ დავიკომპლექსო იმ ადამიანების შეგონებებით,
-0:00
რომლებიც რუსული ტანკი რომ დაიქოქება, მანქანას აზერბაიჯანისკენ ქოქავენ იმ წუთას. იმედია, თქვენთან არ არის ეს ამბავი”, – განაცხადა კაკულიამ.
აღნიშნულზე გიგა ბოკერიამ განაცხადა, რომ კაკულია მას შეურაცხყოფას აყენებდა. „მოღალატეობას მაბრალებთ? – აღნიშნა ბოკერიამ, რაზეც კაკულიამ დასძინა -„თქვენ რომ იცით შეურაცხყოფები ისეთი უნდა, უსაფუძვლო“.
პარლამენტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ თამარ ჩუგოშვილმა გიგა ბოკერიას სიმშვიდისკენ მოუწოდა.