გიორგი გახარია შატილში, დამწვარი სკოლა-პანსიონის სანაცვლოდ, ახალი სკოლა აშენდება

პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია აცხადებს, რომ შატილში 17 ოქტომბერს დამწვარი სკოლა-პანსიონის ნაცვლად ახალი სკოლა აშენდება.
სამშენებლო სამუშაოები, კლიმატური პირობების შესაბამისად, შეძლებისდაგვარად მოკლე ვადაში დაიწყება, რის შემდეგაც შატილს თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი ახალი სკოლა ექნება.
სკოლის აშენებამდე, მოსწავლეების სასწავლო პროცესი არ შეფერხდება, ისინი სწავლას დროებით ალტერნატიულ შენობაში განაგრძობენ,“ – აღნიშულია პრემიერ-მინისტრის განცხადებაში.