სალიას პასუხი ჯარჯი აქიმიძეს და დავით დვალს

“რუსთავი 2”-ის გენერალური დირექტორი დავით დვალისა და ჯარჯი აქიმიძის მიერ „რუსთავი 2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნასთან დაკავშირებით თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელის შეტანის კომენტირებისას აღნიშნავს, რომ დავით დვალსა და ჯარჯი აქიმიძეს სარჩელის შეტანა დაუგვიანდათ, რადგან სარჩელი ხანდაზმულია.
პაატა სალიას განცხადებით, ქიბარ ხვალვაშმა საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო სარჩელით 10-წლიანი ხანდაზმულობის ვადაში მიმართა, თან 2007 წელს პროკურატურისთვისაც ჰქონდა მიმართული ვადების დაცვით.
„სწორედ ეს შეაფასა საქართველოს უზენაესი სასამართლოს დიდმა პალატამ, რომ ქიბარ ხალვაშის მიერ პროკურატურისთვის მიმართვით დაცული იყო ხანდაზმულობის ვადა და სწორედ ამ შეფასებიდან გამომდინარე, დაკმაყოფილდა ქიბარ ხალვაშის სარჩელი. ამ შემთხვევაში, ვნახოთ, როგორ შეაფასებს ხანდაზმულობის საკითხს სასამართლო“, – განაცხადა პაატა სალიამ.