ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის დამფუძნებლებმა დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში სარჩელი შეიტანეს

დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ თბილისის საქალაქო სასამართლოში „რუსთავი2“-ის 60%-იანი წილის დაბრუნების მოთხოვნით სარჩელი შეიტანეს.
როგორც დავით დვალმა განაცხადა, 2004 წელს ჩამორთმეული ქონების დაბრუნებისთვის სამოქალაქო სარჩელის გზა „რუსთავი2“-ის ირგვლივ განვითარებულმა მოვლენებმა გახსნა.
მათ სასამართლოს 60%-იანი წილის დაბრუნების მოტივით მიმართეს. შესაბამისი სარჩელი დვალისა და აქიმის უფლებადამცველმა კახა კოჟორიძემ შეიტანა.
დვალის განცხადებით, ერთი მოპასუხე ტელეკომპანიის 100%-იანი წილის მფლობელი ქიბარ ხალვაში იქნება, ხოლო მეორე პაატა კარსანიძე, რომელსაც 2004 წელს რუსთავი 2-ის საკონტროლო პაკეტი მას შემდეგ ჩაუვარდა ხელში, რაც ხელისუფლების ზეწოლით, თავიანთი 30-30%-იანი წილები ტელევიზიის დამფუძნებლებმა, დავით დვალმა და ჯარჯი აქიმიძემ იძულებით გადაუფორმეს.