ტრამპი ერდოღანს „ნუ იქნები სულელი… მოგვიანებით დაგირეკავ“

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა თურქეთის ლიდერს, რეჯეფ თაიფ ერდოღანს სირიაში შეჭრასთან დაკავშირებით წერილი მისწერა. მედიაში გავრცელებული წერილის შინაარსი თეთრ სახლშიც დაადასტურეს.

„მოდი, მოვრიდგეთ! არანაირად არ გინდა, ათასობით ადამიანის განადგურებაზე იყო პასუხისმგებელი, მე კი არ მინდა, პასუხისმგებელი ვიყო თურქეთის ეკონომიკის განადგურებაზე, მაგრამ ამას გავაკეთებ! ამის მცირე მაგალითი უკვე გაჩვენე პასტორ ბრენსონის შემთხვევაში [ამერიკელი პასტორი ბრენსონი თურქეთში 2016 წელს დააკავეს ფეტულა გიულენთან კავშირისა და გადატრიალებაში მონაწილეობის ბრალდებით, რის გამოც აშშ-მა თურქეთს სანქციები დაუწესა. საბოლოოდ იგი 2018 წელს გაათავისუფლეს].
ძალიან ბევრი ვიმუშავე, შენი პრობლემების მოსაგვარებლად. მსოფლიოს იმედს ნუ გაუცრუებ. ახლა შეგიძლია, მშვენიერ შეთანხმებას მიაღწიო. გენერალი მაზლუმი [ქობანი, ქურთების გენერალი] მზადაა, მოლაპარაკებები აწარმოოს და წამოვიდეს ისეთ დათმობებზე, რაზეც წარსულში არაფრით იქნებოდა თანახმა. კონფიდენციალურად გიგზავნი მისი წერილის ასლს, რომელიც ახლახანს მივიღე.
ისტორია მოწყალე იქნება შენ მიმართ, თუკი ამ საქმეს სწორად და ადამიანურად გააკეთებ. თუ არადა, ეს [მემკვიდრეობა] სამუდამოდ შენს ზურგზე იქნება. ნუ იქნები მაგარი ბიჭი. ნუ იქნები სულელი!
მოგვიანებით დაგირეკავ“.
წერილი თავდაპირველად „ფოქსის“ ჟურნალისტმა გაავრცელა.