წულუკიანი – „მომავალი წელი „ქართული ოცნების“ გამარჯვების კიდევ ერთი წელი იქნება“

„მომავალი წელი „ქართული ოცნების“ გამარჯვების კიდევ ერთი წელი იქნება“, – ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა, თეა წულუკიანმა განაცხადა.
მისი თქმით, მთავრობა მოქალაქეებთან ერთად შეაჯამებს 8-წლიან საქმიანობას.
„გამოცდაზე როდესაც მივდიოდი, ყოველთვის მეგონა, რომ მივიღებდი კარგ ნიშანს და მართლაც, კარგ ნიშანს ვიღებდი. ასე ვარ არჩევნებზე. მგონია, რომ გაისადაც ღირსეულად წარვდგებით ჩვენი მოქალაქეების წინაშე და მათთან ერთად შევაჯამებთ იმ რვაწლიან საქმიანობას, რომელიც იყო სირთულეებით სავსე. მით უმეტეს, ოკუპაციის, ეკონომიკური პრობლემების ფონზე. დავგეგმავთ, რას გავაკეთებთ ერთად მომავალში. ვფიქრობ, მომავალი წელი „ქართული ოცნებისთვის“ კიდევ ერთი დიდი გამარჯვების წელი იქნება“, – განაცხადა თეა წულუკიანმა.