როგორ ავამაღლოთ თანამშრომლების მოტივაცია დისტანციურად

სპეციალისტები შემდეგ რჩევებს გვაძლევენ:

გამოიყენეთ ვიდეოზარები, სატელეფონო საუბრების ნაცვლად
დისტანციური სამუშაო უფრო მეტ პასუხისმგებლობას მოითხოვს გუნდის ლიდერებისგან. მათ უხდებათ მოძებნონ გზა, რომ თვალი ადევნონ თანამშრომლის მუშაობას, მათ პროგრესს, ეფექტიანობას, პროდუქტიულობას… ამ ყველაფრის მოსაგვარებლად კი სატელფონო კომუნიკაცია არასრულია და შესაბამისაც უმჯობესია ვიდეო ზარების გამოყენება „დისტანცირების“ შემცირებისთვის.

დასახეთ მკაფიო ამოცანები და პროდუქტიულობის ზუსტი საზომები
დისტანციური თანამშრომლები მიდრეკილები არიან, იმოქმედონ უფრო მოტივირებულად, როდესაც მათ აქვთ კონკრეტული შესასრულებელი ამოცანა და ეს არაა დამოკიდებული მათ ოფისში ყოფნა-არყოფნაზე.

კორპორაციული კულტურა, რომელიც თანამშრომლების კეთილდღეობაზე იქნება დაფუძნებული
აგრძნობინეთ თანამშრომლებს, რომ ისინი გუნდის წევრები არიან. შექმენით ურთიერთობები, რითაც ისინი კომპანიის ნაწილად იგრძნობენ თავს. მაგალითად: დანიშნეთ ვიდეოზარი ისეთ დროს, რომელიც მათი განრიგისთვის იქნება მოსახერხებელი. თუკი დიდი სხვაობაა დროით ზონებში, ეცადეთ, არ დაუფრთხოთ ძილი და არასამუშაო საათები.

კავშირი თანამშრომლებსა და ბიზნესის მთავარ მისიას შორის
თუკი თანამშრომელი გრძნობს, რაზე მუშაობს, მისი მოტივაცია იქნება სრულიად ბუნებრივი. მისიის შეგრძნება ეტაპობრივად უნდა გაუღვიძოთ ადამიანს. ესაა სისტემატური სამუშაო საკითხი, თუმცა, ის მჭიდროდ აკავშირებს ადამიანს თავის საქმესთან.