დაიცავით შვილები!

ფსიქოლოგები მშობლებს საკუთარი შვილების დაცვას ურჩევენ. ისინი მოუწოდებენ მათ არ გამოაქვეყნონ ფეისბუქ გევრდებზე ბაშვის გამოპრანჭული და გასექსუალურებული ფოტოები. მათი თქმით, ამ ფოტოები პედოფილების ყურადღებას იპყრობენ და ბავშვები სერიოზული საფრთხის ქვეშ დგებიან
ფსიქოლოგი მაია ცირამუას განმარტებით, ბავშვის სექსუალიზაცია მას საფრთხეს უქმნის და ბავშვის ფსიქიკას აზიანებს.
ფსიქოლოგი ლელა გაფრინდაშვილი კი მშობლების ქცევას „გადააკეთოს ან გადმოაკეთოს“ ბავშვი „პათოლოგიას უწოდებს.
სპეციალისტები ერთხმად აღნიშნავენ, რომ მშობლებს ცალკე უნდა ასწავლიდნენ, ან არსებობდეს სახელმწიფო ანდა ალტერნატიული სერვისები, სადაც მათ აუხსნიან, თუ როგორ უნდა გადასცენ სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვებს ელემენტარული ცოდნა საკუთარი ფიზიოლოგიის შესახებ. ექსპერტები თვლიან, რომ ბავშვებზე ძალადობის ფაქტების მომრავლების და მათში აგრესიის მატების ერთ-ერთ მიზეზად ესეც სახელდება.