მარიამ კუბლაშვილი: მჯერა ჩემი და ჩემი კლიენტის სიმართლის

“ჯიშკარიანისთვის ყველაზე მთავარი და მნიშვნელოვანი ხალხია, ვინც მისი სახელი და გვარი შემოხაზა არჩევნებში. უნდა, რომ ამ ხალხს გააგებინოს სიმართლე. არ გამოსდის ამ კაცს ქალივით ჭორაობა, ნერვიულობს. მე ქალი ვარ და აი მაგას დავამთავრებ და დავასამარებ სამუდამოდ. მაგათ ტყუილებს და აფერისტობას გავაგებინებ მთელ საქართველოს”. – განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა.


განცხადებას ნეგატიური შეფასება მოყვა საზოგადოების მხრიდან. ისედაც ჩახლართულ საქმეში, რომლის კვანძის გახსნაც ვერა და ვერ მოხერხდა, მარიამ კუბლაშვილის სიტყვებმა შფოთი გამოიწვია. მოსახლეობამ განცხადების ადრესატად თამთა თოდაძე მიიჩნია, რის შემდეგაც ადვოკატმა განმარტება გააკეთა, რომელიც, სიმართლე ითქვას, ისეთივე ბუნდოვანია, როგორც თვითონ აღნიშნული პროცესი.

“სახელი არც მიხსენებია, აქ ვსაუბრობდი მრავლობით ფორმაში და ვგულისხმობდი ყველა ადამიანს, რომლებიც უსამართლოდ მაკრიტიკებენ და უკიდურეს შეურაცხყოფას მაყენებენ. მომისმინეთ მე და მერწმუნეთ, ვარ დარწმუნებული რასაც ვაკეთებ, მჯერა და მწამს ჩემი სიმართლის, ჩემი კლიენტის სიმართლის და ნუ დამსჯით, მომიტევეთ, მე ხან ემოციური, ხან ზედმეტად პირდაპირი ვარ, მაგრამ ზუსტად ვიცი რასაც ვაკეთებ. ნუ ჩქარობთ, დამელოდეეთ!”, — წერს სექსუალურ ძალადობაში ბრალდებულის, ილია ჯიშკარიანის, ადვოკატი.