მთავარი და ლოგიკური არის ერთი საკითხი, შეასრულა თუ არა კონსორციუმმა თავისი ვალდებულებები – გია ვოლსკი

გია ვოლსკიმ „ტვ პირველის“ ეთერში მამუკა ხაზარაძეზე და ანაკლიის პორტზე ილაპარაკა. ის ამბობს, რომ მთავრობა მხარს უჭერს ანაკლიის პორტის პროექტს, ხოლო გასარკვევია, ვინ ვერ ასრულებს დაკისრებულ ვალდებულებებს.


“მთავარი და ლოგიკური არის ერთი საკითხი, შეასრულა თუ არა კონსორციუმმა თავისი ვალდებულებები და შეასრულა თუ არა სახელმწიფომ თავისი ვალდებულებები” – ამბობს გია ვოლსკი. – “ხაზარაძე ახლა იმიზეზებს, რომ არ იყო ხელისუფლების კეთილი ნება. ჩვენ ვერ ვიღებთ პასუხს მთავარ თემაზე, რომელი კომპანიები იყვნენ მზად ამ პროექტის განსახორციელებლად და ვინ არ მიუშვა სახელმწიფომ. ეს თემა დღეს დახურულია. აქვე მინდა კიდევ ერთხელ გავუსვა ხაზი, რომ ანაკლიის პროექტი მნიშვნელოვანია სახელმწიფოსთვის პოლიტიკურად, ეკონომიკურად და უსაფრთხოების კუთხით”.