New Balance ნიუ-იორკის მარათონის მონაწილეებს პიცას სთავაზობს

New Balance ნიუ-იორკის მარათონის მონაწილეებს გემრიელ სტიმულს, უფასო პიცას ყოველი გარბენილი 5 მილის სანაცვლოდ შესთავაზებს. ნიუ იორკის მარათონი პირველად 1970 წელს ჩატარდა და მას შემდეგ ყოველი წლის ნოემბრის პირველ კვირა დღეს ტარდება. 2018 წელს მას 98 247 მსურველი ჰყავდა. შეჯიბრის დიდი პოპულარობის გამო, მონაწილეთა რაოდენობა შეზღუდულია 37.000-ით და მათი გადარჩევა ლატარიის სისტემის საშუალებით ხდება