თურქეთს ვერაფერი შეაჩერებს – რეჯეფ თაიფ ერდოღანი

თურქეთის ლიდერი, რეჯეფ თაიფ ერდოღანი სირიაში ოპერაციასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი თქმით, „თურქეთი სირიაში სამხედრო ოპერაციას შეწყვეტს, თუ ქურთი მებრძოლები იარაღს დაყრიან და იმ ტერიტორიას დატოვებენ, სადაც ანკარა „უსაფრთხოების ზონის“ მოწყობას გეგმავს“. ასევე დასძინა, რომ სხვა შემთხვევაში თურქეთს ვერაფერი შეაჩერებს, ეს გადაწყვეტილება კი უცვლელია და ის მოლაპარაკებებს არ ექვემდებარება.