ლევან ვასაძე – ლიბერალიზმი უნდა გამოცხადდეს მარგინალურ იდეოლოგიად

ლევან ვასაძე, ლიბერალიზმის აკრძალვასთან დაკავშირებით განცხადებას აკეთებს. მისი განმარტებით, ლიბერალური ტიტყნაობა აუცილებლად უნდა გამოცხადდეს მარგინალურ იდეოლოგიად, რომელიც დაუშვებელია. მისი სიტყვების მიხედვით, ხალხი ელოდება ამ გადაწყვეტილების მიღებას სახელმწიფოსგან.
„აღარ დარჩა დრო ამ ლიბერალური ტიტყნაობისთვის, მე ღრმად ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ თავისუფლად შეგიძლიათ, დასაჯოთ ის პროვოკაციული ელემენტები, რომლებიც ობსტრუქციას უწყობენ ჩვენს სახელმწიფოს ასაკრძალი ლიბერალური იდეოლოგიით… აი, როგორც მარქსიზმია აკრძალული და ფაშიზმი, ზუსტად ასე უნდა აიკრძალოს ჩვენს ქვეყანაში ლიბერალიზმიც და აუცილებლად უნდა გამოცხადდეს მარგინალურ იდეოლოგიად, რომელიც დაუშვებელია, ხალხში ესეც არის, მაგრამ ხალხი გელოდებათ თქვენ, ჩვენს პოლიტიკოსებს და ყველანაირად დაგიჭერთ მხარს, რამდენიც არ უნდა იჭიჭყინონ მომაკვდავი ლიბერალიზმის წარმომადგენელმა უცხოელმა ელჩებმა…
ბიძინას მივმართავ, ჩვენს მთავრობას მივმართავ, რომლებსაც, ისე მოხდა, რომ ღმერთმა თქვენ ჩაგაბარათ ამ ეტაპზე ამ სახელმწიფოს მოვლა, ძალიან ცოტა დრო დაგრჩათ, რა. ზოგიერთ თქვენგანთან მისაუბრია, მათ შორის, ბიძინასთან და ვხედავ, რომ ძალიან ნელა ირჯებით ეროვნული ტრადიციული მიმართულებით, კარგავთ უამრავ დროს ამ ლაქუცზე, უბრალოდ ნაგავში გადასაყრელო იდეოლოგიის ყროლიან გამტარებლებთან, რა“ – აცხადებს ლევან ვასაძე.