როლანდ ახალაია სოციალურ ქსელში გაკეთებულ განცხადებაში ყველაფერს კადრულობს

ყოფილი დეპუტატი როლანდ ახალაია სოციალურ ქსელში განცხადებას აკეთებს, რომელშიც ყოფილ თანაგუნდელებს ოჯახის გამწარებასა და დანგრევაში ადანაშაულებს. მართალია, ნაც ჯგრო ნამდვილად არარაობაა და არაერთი ოჯახის ცოდვა აწევთ მხრებზე, თუმცა როლანდ ახალაიას საკუთარ უღმერთო შვილებთან ერთად ხმა საერთოდ არ ამოეღებათ. „არაფრისგან არაფერი იქმნება“ (“ex nihilo nihil fit”) – არარაობა როლანდ ახალაიას აწევს მხრებზე სწორედ მისი შვილების სულიერი სინდისის არარსებობისგან ჩადენილი ყველა ქმედება.
უცვლელად წარმოგიდგენდ ახალაიას ნამუსგარეცხილ განცხადებას:
“თქვენი წინასწარი განზრახულობაც ხომ ეგ იყო, რამდენიმე პირისთვის შეგეხოცათ ხელი და გათეთრებულები დარჩენილიყავით. მიუხედავად იმისა ივანიშვილთან გარიგებულები ხართ, მაინც წარმოუდგენლად მიმაჩნია თქვენ ხელისუფლებაში მოხვიდეთ და თქვენი გადასაწყვეტი იყოს, ვინ იქნება უფრო მაღლა თქვენ თუ კანონი. ნუ გვაღიზიანებთ გამწარებულ ოჯახებს თორემ ეს უსამართლობით გამოწვეული ისედაც პიკზე მყოფი”აგრესია” თქვენსკენ მობრუნდება და მაინც არ გისურვებთ მის განცდას, მიუხედავად იმისა, ლომის წვლილი მიგიძღვით ჩვენი ოჯახის განადგურებაში. ეს არაა ლიტონი სიტყვები და ის აღსრულებადია. ამაში დარწმუდებით, როცა შესაფერისი დრო დადგება. საჯაროდ არაფერი გვითქვამს, ეს არ ნიშნავს იმას, არ ვიცოდეთ რა ხდებოდა ჩვენს თავს და ვის რა წვლილი მიუძღვით. არაფერი არ იმალება ხოლმე. მით უმეტეს ჩვენნაირ ერში. და ბოლოს ძალიან რომ არ გამიგრძელდეს. დღემდე არაფერი მითქვამს და აზრიც არა აქვს, მაგრამ მაინც ვიტყვი. გუნავა, შე არარაობავ, რა გადაგიხადეს ამდენი, რომ ყველაფერი გაყიდე, რისი გაყიდვაცაა შესაძლებელი. რას ეტყვი შენს შვილებს როცა წამოიზრდებიან. არა მგონია ყველა ბუნებით შენ დაგემსგავსოს და ნამუს–უნამოსობა არ გაარჩიონ. როგორ, თანაცხოვრობ შენი სიყმრის მეგობრების მტრებთან და რა ნამუსით შეგაქვს მათგან ნაბოძები და ღალატის სუნით გაჟღენთილი “სიკეთე” ოჯახში. ბოდიშს გიხდით ფეისბუქ მეგობრებო. უბრალოდ პატარა ამონახეთქია იმ უსამართლობისა და ღალატისაგან დაგროვილი მუხტისა, რასაც 7 წელია თან ვატარებ. შეიძლება ზოგს მოეწონოს, ზოგს არა, მაგრამ ვერ იტევს გული ამდენ პირადი კეთილდღეობისათვის მებრძოლი არაკაცების მოღალატურ ქმედებებეს. მწამს აუცილებლად დადგება ჟამი მოკითხვისა, თუ განკითხვისა. თუ ბედმა მარგუნა მოვესწრები. თუ არადა ცხოვრება გრძელდება და მომკითხავი მუდამ იქნება” – როლანდ ახალაია.