„ქართულ ოცნებას“ „ხელები დაუბანია“, კონსორციუმს ვადა წლის ბოლომდე გაუხანგრძლივდა

15 ოქტომბერს ამოიწურა სახელმწიფოს მხრიდან კონსორციუმისთვის დაწესებული ვადა. სამუშაო დღის ბოლომდე კონსორციუმს უნდა წარმოედგინა შეთანხმებები ინვესტორებთან პროექტის დაფინანსების შესახებ, ასევე, დოკუმენტი კაპიტალის სრულად შევსებაზე. თუმცა, კონსორციუმმა ამ დრომდე ვალდებულებების ნაწილიც კი არ შეასრულა. მიუხედავად ყველაფრისა, იმის გათვალისწინებით, რომ პროექტი ქვეყნისთვისა და ხელისუფლებისთვის უმნიშვნელოვანესია, ცქიტიშვილის განმარტებით, არ გამოიყენებენ უფლებას პროექტის ჩამორთმევასთან დაკავშირებით და მისცემენ მათ ვადას წლის ბოლომდე. შესაბამისად ქრთული ხელისუფლებას „ხელები დაუბანია“ და არ მისცემენ „ლელოებს“ საშუალებას მთავრობას დააბრალონ რაიმე.
“ჩვენ არ ვისარგებლებთ ამ უფლებით და ჩვენ მივცემთ კონსორციუმს საშუალებას, ბოლომდე ამოწუროს მისი რესურსი და 2019 წლის ბოლომდე მოიზიდოს და მოიპოვოს როგორც საკუთარი კაპიტალი, ასევე, საერთაშორისო ბანკებიდან 400-მილიონიანი სესხი” – აცხადებს მაია ცქიტიშვილი.