კიმ ჩენ ინი “წმინდა მთა” ცხენით დალაშქრა

ჩრდილოეთ კორეის ლიდერი კიმ ჩენ ინი ქვეყნის ყველაზე მაღალ მთაზე ცხენზე ამხედრებული ავიდა, – ამის შესახებ ინფორმაციას სახელმწიფო მედია ავრცელებს.
სააგენტო KCNA-მ გაავრცელა ფოტოები, სადაც კიმ ჩენ ინი წმინდა მთა პექტუსანზე თეთრი ცხენით მიაბიჯებს.

მთა პექტუსანი ჩრდილოეთ კორეაში “წმინდა მთის” სახელით არის ცნობილი. გადმოცემით, კიმ ჩენ ინის მამა, კიმ ჩენ ირი, პექტუსანის მთაზე დაიბადა. “წმინდა მთა” ქვეყნის გერბზეც არის გამოსახული. BBC-ს ინფორმაციით, მთის დალაშქვრის შემდეგ ლიდერისგან მნიშვნელოვანი განცხადების გაკეთებას უნდა ველოდოთ.
“პექტუსანის მთაზე მისი ლაშქრობა მნიშვნელოვანი მოვლენაა კორეის რევოლუციის ისტორიაში,”-წერს სახელმწიფო მედია.