ალოგიკური ხაზარაძე ანაკლიის პროექტის ჩაშლას მიზეზებს უძებნის

მამუკა ხაზარაძე, ყველა სხვა „ღირსებებთან“ ერთად მატყუარა, ცრუპენტელა, ნამუსგაცლილი მბრალდებელიც აღმოჩნდა. გუშინ, „მთავარ არხზე“ მან გამაოგნებელი ინფორმაცია „გაამჟღავნა“. თუმცა გაამჟღავნა, მოიგონა, თუ „შეალამაზა“ ეს კიდევ გასარკვევია. მისი განმარტებით, ბიძინა ივანიშვილმა მას უთხრა, რომ ანაკლიის პორტის პროექტს შეშვებოდა. თითქოს, 2017 წელს ბიძინა ივანიშვილსა და მას შორის ძალიან ცუდი საუბარი ივანიშვილის რეზიდენციაში შედგა. დრამატულობისთვის დასძინა, რომ ეს შეხვედრა მას არასდროს დაავიწყდება. ივანიშვილის სიტყვება კი მაღალსინდისიერი ხაზარაძე-მევახშისთვის აღმაშფოთებელი აღმოჩნდა. ლეგენდის თანახმად, ივანიშვილმა ხაზარაძეს უთხრა: „იცი რა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?“. ჩნდება ერთადერთი საღი კითხვა, „რა ლოგიკით?“. აქვე განვმარტავთ, რა ლოგიკით უნდა აიღოს ივანიშვილმა, თუ მთავრობამ ხელი ისეთ პროექტზე, რომელიც საქართველოსა და მის ეკონომიკას უმაღლეს მწვერვალზე აიყვანს? რატომ უნდა სურდეთ მათ ქვეყნის დეგრადაცია? ეს სრული აბსურდია. თითქოს ქვეყნის სიყვარულით განმსჭვალული და პატრიოტიზმის ცეცხლით აღტკინებული ხაზარაძე აღსარებას აბარებს ვის? ნაც ბუდეს, „მთავარ არხს“. ნაცებისა და ხაზარაძის ერთობა უკვე ეჭვგარეშეა. თავდასხმა ხომ საუკეთესო თავდაცვაა, პროექტში გაფლანგულ ფულს ახსნა ხომ უნდა მოეძებნოს? პასუხი კი ერთი აქვთ: „ყველაფერში დამნაშავე ივანიშვილი და „ქოცები“ არიან.“
მის განცხადებას უცვლელად გთავაზობთ:
“მე არ დამავიწყდება ძალიან ცუდი საუბარი ბიძინა ივანიშვილთან 2017 წელს. ეს არის ის დრო, როდესაც ჩვენ უკვე 20 მილიონი ინვესტირებული გვაქვს პორტში, განვითარების პროგრამაში, მიდის გეოლოგია, უცხოელები არიან ჩამოსული, და ა.შ. სულ ვაყენებდი მას საქმის კურსში. შევხვდი მის რეზიდენციაში. საუბარი დაიწყო ძალიან მძიმედ. მითხრა, რომ “იცი რა, მოდი შევეშვათ ანაკლიას, შენ ეტყობა გეოპოლიტიკაში ვერ ერკვევი, რა უნდათ ამერიკელებს შავ ზღვაში?” მე მეგონა, რომ რაღაც შაყირთან გვქონდა საქმე… რომ მივხვდი, რომ იუმორზეც აღარ გვქონდა საუბარი თქვა, რომ “იცი რა, მე ამ პროექტს იმიტომ დავუჭირე მხარი, რომ გიორგი [კვირიკაშვილი] გამაგრებულიყო, პრემიერად რომ დავნიშნე, რაღაც სალაპარაკო ჰქონოდა ხალხთან. მე ვფიქრობდი, რომ სახელმწიფო ჩინური კომპანია უნდა ყოფილიყოო და ახლა ვერ ვხედავ ამის პერსპექტივასო…ხალხს რა ვუთხრათ მეთქი და ინტერვიუს მივცემო და ყველაფერი კარგად იქნებაო.” – მამუკა ხაზარაძე.

მსგავსი სტატიები