საქართველოს გიბრალტარი 3:2 დაამარცხა

საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მე-7 ტურში სტუმრად გიბრალტარის ნაკრები ანგარიშით 3:2 დაამარცხა.
საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპიდან მოხვედრის შანსი თამაშამდე დაკარგული ჰქონდა და შესაბამისად, გიბრალტართან შეხვედრის შედეგს ამ მხრივ არანაირი მნიშვნელობა ჰქონდა.
ვლადიმირ ვაისი სირცხვილისგან შეცვლაზე შემოსულმა გიორგი ქვილითაიამ იხსნა, რომელმაც ლევან შენგელიას ჩაწოდების შემდეგ შეაგდო.
საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევს 15 ნოემბერს, სტუმრად შვეიცარიასთან დაპირისპირებით დაასრულებს.